შინაარსზე გადასვლა

ლუის ინასიუ ლულა და სილვა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ლუის ინასიუ ლულა და სილვა
ლუის ინასიუ ლულა და სილვა
ბრაზილიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 იანვარი, 2023
წინამორბედიჟაირ ბოლსონარუ
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 იანვარი, 2003 – 1 იანვარი, 2011
წინამორბედიფერნანდუ კარდოზუ
მემკვიდრედილმა რუსეფი

დაბადებული27 ოქტომბერი, 1945
გარანიუნსი, პერნამბუკუ
ეროვნებაბრაზილიელი
პოლიტიკური პარტიამუშათა პარტია

ლუის ინასიუ „ლულა“ და სილვა (პორტ. Luiz Inácio Lula da Silva; დ. 27 ოქტომბერი, 1945, გარანიუნსი, პერნამბუკუ) – ბრაზილიელი პოლიტიკოსი. ბრაზილიის ოცდამეთხუთმეტე პრეზიდენტი 2003-2011 წლებში და 39-ე პრეზიდენტი 2023 წლიდან. პროფკავშირული მოღვაწეობის დროს ცნობილი იყო მეტსახელით „ლულა“, რაც ლუისის კნინობითი ფორმაა. მოგვიანებით ეს მეტსახელი მისი სახელის ოფიციალური ნაწილი გახდა.

6-ჯერ მონაწილეობდა საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელთაგან პირველი სამი (1989, 1994 და 1998) წარუმატებელი აღმოჩნდა, ბოლო სამი კი (2002, 2006 და 2022 წწ.) წარმატებული. 2022 წელს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ლულა და სილვამ მოქმედი პრეზიდენტი, მემარჯვენე ჟაირ ბოლსონარუ დაამარცხა და მიიღო ხმების 50,9 %. მედიის ინფორმაციით, ეს განსაცვიფრებელი დაბრუნებაა პოლიტიკოსისთვის, რომელმაც 2018 წლის ბოლო საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა ვერ შეძლო, რადგან ციხეში იმყოფებოდა. სილვა დამნაშავედ ცნეს ბრაზილიური სამშენებლო ფირმისგან ქრთამის მიღებაში ბრაზილიის სახელმწიფო ნავთობკომპანია „პეტრობრასთან“ კონტრაქტების სანაცვლოდ.[1]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრეზიდენტმა, მემარცხენე ლუის ინასიო ლულა და სილვამ გაიმარჯვა“. 1TV. ციტირების თარიღი: 25 ივლისი, 2024. შეამოწმეთ თარიღის პარამეტრი |access-date=-ში (დახმარება)
წინამორბედი:
ფერნანდუ კარდოზუ
ბრაზილიის პრეზიდენტი
20032011
შემდეგი:
დილმა რუსეფი
წინამორბედი:
ჟაირ ბოლსონარუ
ბრაზილიის პრეზიდენტი
2023
შემდეგი: